Ge
En
Ru
მენიუ
Ge
En
Ru

გაეცანით სტატიას ჩვენზე! ახალი წლის სამზადისი და ჩვენი მომსახურება – კერძების ადგილზე მიტანის სერვისი.

დგება ახალი წელი და რესტორანი ქართული სახლი  მოირთო საახალწლო დეკორაციებითა და გირლანდებით. ვამზადებთ ახალი წლის შოუ–პროგრამას. ყველას სურვილი აქვს წინასაახალწლოდ სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას თვის საყვარელ ადამიანებს,  იჯავშნება მაგიდები ქართული სახლის  დარბაზებში, იზრდება მოთხოვნა ჩვენს უგემრიელეს კერძებსა და ქართულ ნუგბარზე.  რესტორანი ქართული სახლი ახალი წლის დღეებში მუდმივად სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს. ამ პერიოდისთვის მუსიკალურ პროგრამაში საშობაო და საახალწლოს სიმღერები სჭარბობს, სადღესასწაულოდ გაფორმებული დარბაზები, დახვეწილი მომსახურება, ლამაზად გაფორმებული კერძები და მაღალი ხარისხის სასმელი მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს. დღესასწაულებზე ასევე მატულობს მოთხოვნა „ქართული სახლის „ კერძების ადგილზე მიტანის სერვისზე. თქვენც სცადეთ, ჩვენი საიტის დახმარებით დაათვალიერეთ  მენიუ,  აარჩიეთ სასურველი კერძი და დაგვირეკეთ. სპეციალური კონტეინერების მეშვეობით არჩეული კერძები, თბილი მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე. ჩვენი სურვილია ქართული სახლის გემრიელი კერძები მაშინაც იყოს თქვენს გვერდით, როცა მოუცლელობის გამო ჩვენთან მოსვლას ვერ ახერხებთ. გაალამაზეთ თქვენი საღამოები და  გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს გემრიელი და ჯანმრთელი პროდუქტებით „ქართული სახლის“ სამზარეულოდან.

დაგვირეკეთ, ისარგებლეთ ჩვენი სერვისებით და თქვენც აღიარებთ

  • მე ვიპოვე ჩენი ქართული სახლი –

+995591930011; +995591930014;

www.georgian-house.ge

https://www.facebook.com/georgianhouse.ge

<< ყველა სიახლე 16.12.2016